Saturday, July 21, 2018

შემაჯამებელი რეფლექსია


ინტელის  პროექტის  ტრენინგი  ჩემთვის  ერთ-ერთი  საინტერესო    და  მნიშვნელოვანი  ტრენინგია.   ამ  ტრენინგზე  კომპეტენტური და კომუნიკაბელური ტრენერის (მეგი კაპანაძე)  დახმარებით  ძალიან მნიშვნელოვანი  ცოდნა  შევიძინე და  გავიგე, თუ  როგორ  დავიწყო  პროექტზე  მუშაობა,  რა  საფეხურები  უნდა  გავიარო,  რომ  პროექტი  იყოს  სრულყოფილი  და  მოსწავლეთა  საჭიროებებზე  გათვლილი. როგორ  ეფექტურად  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები, რათა  ხელი  შევუწყოთ  მოსწავლეთა სწავლების  პროცესს  და  მოსწავლეთა  სწავლის  შეფასებას.   როგორ  ჩავრთოთ  მოსწავლეები სასწავლო  პროცესში. შევისწავლეთ  პროექტის  დაგეგმვა  მოსწავლეთა წარმატებისათვის, ყურადღება  გავამახვილეთ  მათ  დამოუკიდებელ  მუშაობაზე    და  დიფერენცირებულ  სწავლებაზე, სადაც  მასწავლებელს  ფასილიტატორის როლი გააჩნია.  ვისწავლეთ  კითხვის  დასმის  სტრატეგიები.  შევქმენით  პერსონალურ  სასწავლო  პროექტის   პორტფოლიო,  სადაც  მოვათავსეთ  პროექტის  გეგმა,  მოსწავლის  ნიმუშები, სასწავლო  პროექტის  გზამკვლევები, შეფასებები, ვისწავლეთ  საავტორო  უფლებების  დაცვა. 
ტრენინგზე  ყურადღება  გავამახვილეთ გარდნერის  მრავალმხრივ  ინტელექტზე.  განვიხილეთ  მოსწავლეთა  სწავლის  აღქმის  სტილი: ვიზუალისტები,  აუდიალისტები,   კინესთეტიკები.   მოხდა  თითოეულის  კონკრეტულად  განხილვა.   ტრენერმა  შემოგვთავაზა  ზოგიერთი  პედაგოგიური  რეკომენდაცია.
ეს  პროექტი  მართლაც  ნაყოფიერი  და  მრავლისმომცემი  იყო  ჩემთვის  და მადლობა  მინდა  გადავუხადო  ჩვენს  ტრენერს, მეგი  კაპანაძეს,  რომელიც  9  დღის  განმავლობაში  ცდილობდა  დეტალურად გაეცნო ჩვენთვის  ყველა  ინფორმაცია, რათა  გაგვადვილებოდა  პროექტზე  მუშაობა, გვაძლევდა  სტიმულს  და  ცდილობდა  ყოველი  დღის  ტრენინგის  დასაწყისი  ყოფილიყო  პოზიტიური  და  მოტივირებული.  მადლობა  მას  ასეთი  შრომისთვის.
ნათია ლომიძე    

დასრულებული პროექტი

პროექტის პრეზენტაცია